27 აგვისტო
იერსახე
<< | აგვისტო | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
2024 |
27 აგვისტო — გრიგორიანული კალენდრის 239-ე დღე (ნაკიან წლებში – 240-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 126 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1813 : ნაპოლეონი ამარცხებს ავსტრიელებს, რუსებსა და პრუსიელებს დრეზდენის ბრძოლაში.
- 1828 : რუსები თურქებს ამარცხებენ ახალციხის ბრძოლაში.
- 1859 : ნავთობი აღმოაჩინეს ტიტუსვილში, პენსილვანია, რაც მსოფლიოში პირველი წარმატებული ნავთობჭაბურღილი გახდა.
- 1876 : რუსეთის ჯარმა იერიშით აიღო და დაანგრია სოფ. ხალდე, აჯანყებულ სვანთა სიმაგრე.
- 1883 : კრაკატოას ვულკანის ამოფრქვევა ინდონეზიაში - ყველაზე მსხვერპლიანი ვულკანური მოვლენა თანამედროვე ეპოქაში.
- 1939 : რეაქტიული თვითმფრინავის პირველი საცდელი ფრენა განხორციელდა გერმანული ექსპერიმენტული თვითმფრინავით ხეინკელ ხე-178.
- 1952 : დასავლეთ გერმანიას, ისრაელსა და ლუქსემბრგს შორის საკომპენსაციო მოლარაკებები სრულდება; გერმანია 3 მილიარდი მარკის გადახდაზე თანხმდება.
- 1991 : ევროპის საბჭომ ცნო ბალტიის ქვეყნების - ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა - დამოუკიდებლობა.
- 1991 : მოლდოვამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- 2000 : ოსტანკინოს ტელეანძას მოსკოვში ხანძარი გაუჩნდა.
- 2003 : მარსი დედამიწას უახლოვდება ყველაზე მოკლე დისტანციაზე ბოლო 60 000 წლის განმავლობაში - 55 758 006 კმ-ში.
- 2010 : სიბუდუს მღვიმეში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისრის პირები, მშვილდ-ისრის 64 000 წლის წინანდელ გამოყენებაზე მიუთითებს.
- 2011 : რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსმა იოანემ აკურთხა რუსთავში ახლადაგებული სიონის ტაძარი.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1770 : ჰეგელი, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ — გერმანელი ფილოსოფოსი
- 1856 : ივან ფრანკო — უკრაინელი მწერალი
- 1858 : პეანო, ჯუზეპე — იტალიელი მათემატიკოსი
- 1871 : თეოდორ დრაიზერი — ამერიკელი მწერალი
- 1874 : კარლ ბოში — გერმანელი ქიმიკოსი და ინჟინერი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1931)
- 1884 : ალექსანდრე აბაშელი — ქართველი პოეტი
- 1887 : ჰანსენი, ალვინ — ამერიკელი ეკონომისტი
- 1896 : ფაინა რანევსკაია — რუსი და საბჭოთა მსახიობი
- 1900 : შალვა თაქთაქიშვილი — ქართველი კომპოზიტორი
- 1908 : ლინდონ ჯონსონი — აშშ-ის 36-ე პრეზიდენტი (1963–1969 წლებში)
- 1926 : ქართლოს კასრაძე — ქართველი მსახიობი და მწერალი (გ. 2005)
- 1941 : სეზარია ევორა — კაბო-ვერდელი ფოლკლორული მომღერალი (გ. 2011)
- 1950 : ელიზბარ უბილავა — ესპანეთში მოღვაწე ქართველი მოჭადრაკე
- 1983 : ჯამალა — უკრაინელი მომღერალი და კომპოზიტორი
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1963 : გურამ თიკანაძე ― ქართველი ფოტოგრაფი და ალპინისტი (დ. 1932)
- 1975 : ჰაილე სელასიე I — ეთიოპიის იმპერატორი
- 1990 : რამონ პინეირა ლოპესი — ესპანელი პოლიტიკური და ინტელექტუალური მოღვაწე.
- 2009 : შოთა ჩოჩიშვილი — ქართველი ძიუდოისტი
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- მიტროპოლიტი ნაზარი და მასთან ერთად დეკანოზები გერმანე, იეროთეოსი; მღვდელი სიმონი; პროტოდიაკონი ბესარიონი და ყოველნი ახალ მოწამენი
- მიქეა წინასწარმეტყველი
- მარკელე აპამეელი
- თეოდოსი პეჩორელი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები: